საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის შერჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი შემდეგი აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
- საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
სფერო: ტრანსპორტის მომსახურებები
ვიწრო სფერო: საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია
პროფესორი – 1 ვაკანსია
- საინჟინრო ფაკულტეტი
სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
ვიწრო სფერო: საავიაციო ინჟინერია
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
ასისტენტი – 1 ვაკანსია
სფერო: ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
ვიწრო სფერო: ინფორმაციული სისტემები (ავიაციაში)
პროფესორი – 1 ვაკანსია
სფერო: განათლება
ვიწრო სფერო: განათლების მეცნიერებები (საავიაციო
ინგლისური)
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
ვიწრო სფერო: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
პროფესორი – 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია
სავალდებულო მოთხოვნა: 1. ინგლისური ენის ცოდნა – აუცილებელი
მინიმალური დონე B2. 2. საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის
მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
- სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
ვიწრო სფერო: საინჟინრო ფიზიკა
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 ვაკანსია
საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ
6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული
სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური
ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-
პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5
წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო
ნაშრომები/პუბლიკაციები;
ასისტენტის თანამდებობაზე – დოქტორანტი;
უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ
იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
მქონე პირი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები
როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი
N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე
vacancy@ssu.edu.ge:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
- CV/რეზიუმე (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტო (3X4);
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე
- საჭირო დოკუმენტაცია);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 10
- წელი);
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი
- დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის
- შემთხვევაში);
- კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
კონკურსის ეტაპებია:
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 21.02.2022 – 25.02.2022
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 28.02.2022 – 04.03.2022
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 07.03.2022 – 18.03.2022
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 21.03.2022 – 01.04.2022.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს. საკონტაქტო ინფორმაცია: ლელა ხრიკული, მობ.: 599490685, mail: l.khrikuli@ssu.edu.ge