2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

ცხადდება მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა, ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, რუსული) B2 დონეზე ფლობის სერთიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა;

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და სასწავლო გეგმის პროექტი.

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2022 წლის 14  თებერვალს;

საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა დასრულდება 18 თებერვალს.

სწავლა დაიწყება 2022 წლის 21 თებერვალს.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2022 წლის 25 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში. მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–44-34-44.