შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2022 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
საბუთების მიიღება იწარმოებს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე:
2-74-61-55; 595–77–83–35; 577-75-05-85
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2022 წლის 9 თებერვლიდან.