შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2022 წლის 28 იანვრიდან – 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 9 თებერვლისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
- განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (ადგილზე დაწერთ);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
- ატესტატის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2022 წლის 11 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის
მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე:
322 74-61-55; 595–44-34-44; 577-75-05-85.