საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A);
2) საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H);
3) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1);
4) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2).
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (კანონიერი წარმომადგენლის მიერ განაცხადის შემოტანის შემთხვევაში დამატებით კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3/4 და სურათის ელექტონული ვერსია;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
- ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი გამოცდა);
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა, (,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1 & B2) პროგრამაზე შემსვლელთათვის)“;
- პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A) პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).
ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2022 წლის 17 თებერვალს;
სწავლა დაიწყება 2022 წლის 21 თებერვალს.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2022 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში (მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405),
ან დარეკონ ნომერზე: 322 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85.