Monthly Archives: July 2022

საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს სტატიების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალისთვის

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს სტატიების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ,,საჰაერო ტრანსპორტი” 2022 წლის გამოცემისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: v.kelikhashvili@ssu.edu.ge

მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე! რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 22 აგვისტო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ Facebook გვერდზე, ან გვეწვიეთ უნივერსიტეტში. რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/ გაიგე მეტი პროფესიული განათლებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ: https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2022/03/profesiuli.pdf

საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღეს

მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 1-ლი ივლისის პერიოდში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში „საავიაციო ინჟინერიის საზაფხულო საერთაშორისო სკოლა“. პროექტში 15 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ნაწილი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები იყვნენ, ნაწილი კი III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდები. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს