2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან  გადმოსვლის მსურველებმა 2022 წლის 22 აგვისტოდან – 2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge.

სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 14 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ  უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:

  • განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა ადგილზე);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
  • ატესტატის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.

გაითვალისწინეთ: ბაკალავრიატში 2022 წელს და შემდგომ პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტებს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობისათვის, აუცილებელია, რომ ეროვნული გამოცდების დროს ჩაბარებული გქონდეთ ის საგანი, რომელიც განსაზღვრული იყო შესაბამის წელს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.

საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 8 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის

მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

ან დარეკონ ნომერზე:

0322 74-61-55; 595–44-34-44; 577-75-05-85.