2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;

საბუთების მიიღება იწარმოებს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე:

0322-74-61-55; 595–44-34-44; 577-75-05-85

შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და  შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2022 წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.