სტუდენტები, რომლებმაც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე)
- სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე
- სურათის ელექტრონული ვერსია.
- პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი (საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტისათვის) (მიმართვის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ საფრენოსნო ფაკულტეტს.) t.lapauri@ssu.edu.ge n.gelashvili@ssu.edu.ge
- სწავლების 1 სემესტრის საფასურის გადახდის ქვითარი.
სწავლის საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ბანკიდან შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: შპს “საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი”. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი #16 საიდენტ. კოდი: 206155328 ბანკი: სს ”პროკრედიტბანკი”-ს თბილისის ცენტრალური ფილიალი კოდი: MIBGGE 22ა/ა: # GE67PC0133600100056253 GEL
რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. მისამართი: ქეთევან დედოფლის გამზირი 16.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 214;
საინჟინრო ფაკულტეტი – 1-ლი სასწავლო კორპუსი, ოთახი 302;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი – მე-2 სასწავლო კორპუსი, ოთახი 218;
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე: 274-61-55;
სწავლა დაიწყება 2022 წლის 12 სექტემბერს.