სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი,მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლება.

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შემოტანა ასევე შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვის ცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge  (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).

პირობების,საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის

გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.