2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე მიღების გამოცხადების შესახებ

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

დ) ელექტრონული ფოტოსურათი (ზომით 3X4);

ე) სამხედრო მიწერის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის სერტიფიკატი; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ქართული ენის ცოდნა; სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხო ენის გამოცდა  ჩატარდება 17 ოქტომბერს.

ზ) სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

თ) საკვლევი თემატიკის აღწერა, მისი მნიშვნელობის დასაბუთება და კვლევის განხორციელების გეგმა.

სწავლა დაიწყება 23 ოქტომბერს.

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 12 სექტემბრიდან  14 ოქტომბრის ჩათვლით, 10დან 17 საათამდე, მეორე სასწავლო კორპუსი,ოთახი 110.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში. მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16.

ან დარეკეთ ნომერზე: 322 74-61-55, 595–44-34-44.