მედიაწიგნიერების კონკურსი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის!

გაცნობებთ,რომ მედიაწიგნირების განვითარების მიზნით,საქართველოს კომუნიკაციების კომისია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების,ფაქტების გადამოწმების,ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის,ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

წესების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა 29 სექტემბრიდან – 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში  გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, გადაამოწმონ წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ულტრათანამედროვე პრიზებს გადასცემს. I ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14 Pro-ს მიიღებს, II ადგილის მფლობელს – HP-ს ლეპტოპი, ხოლო III ადგილზე გასულ სტუდენტს iPad 10.2 გადაეცემა.

პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. კომუნიკაციების კომისია სტუდენტებს სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს. კურსის გავლის შემდეგ მათ ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში გაუზიარონ.

კონკურსის წესების, ვადებისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

გისურვებთ წარმატებებს!