Monthly Archives: October 2022

დოქტორანტი რამინ კუჭუხიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი რამინ კუჭუხიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის სახელწოდებაა: ელექტრო მაგნიტური თავსებადობის განსაზღვრა სამოქალაქო ხმოვან-მაუწყებლებსა (88-108MHz) და აერონავტიკის სერვისებს შორის (108-137MHz VOR, ILS, COM, GBAS). საგრანტო პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში განხორციელდება სადოქტორო კვლევასთან დაკავშირებული აქტივობები. დოქტორანტის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი თეიმურაზ ქორთუა, ხოლო […]

სსუ სტუდენტური გამოფენა 2022

სტუდენტური თვითმმართველობის კულტურა-ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება გამოფენა ,,სსუ სტუდენტური გამოფენა 2022“. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს. გამოფენაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენ მიერ შექმნილი ნახატ(ებ)ი, ფოტო(ები), ხელნაკეთი ნივთ(ებ)ი:(აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, ბიჟუტერია) და სხვა ნამუშევრები. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი გამოფენა ჩატარდება უნივერსიტეტის სივრცეში არსებულ ბიბლიოთეკაში, 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით. აპლიკანტებს გთხოვთ ნამუშევრები მოგვაწოდოთ […]

20 ოქტომბერი საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის საერთაშორისო დღეა!

ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ავიარეისები. სწორედაც რომ ისინი ზრუნავენ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ავიამეთვალყურეებს ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს და უსაფრთხო […]

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა Tecnam P2006T ტიპის ორძრავიანი საჰაერო ხომალდი მიიღო

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საავიაციო პარკი იტალიური წარმოების ოთხადგილიანი, ორძრავიანი საჰაერო ხომალდით შეავსო, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს პროფესიონალი კომერციული ავიაციის პილოტთა მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული საჰაერო ხომალდი გამოყენებულ იქნება, როგორც, პროფესიონალ პილოტთა მომზადების კუთხით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში -სხვადასხვა კომერციული მიზნებისათვის.