20 ოქტომბერი საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის საერთაშორისო დღეა!

🗼ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ავიარეისები. სწორედაც რომ ისინი ზრუნავენ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე.

✈️საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ავიამეთვალყურეებს ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს და უსაფრთხო ფრენებს უსურვებს!