სსუ სტუდენტური გამოფენა 2022

სტუდენტური თვითმმართველობის კულტურა-ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება გამოფენა ,,სსუ სტუდენტური გამოფენა 2022“.

🔹მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

გამოფენაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენ მიერ შექმნილი ნახატ(ებ)ი, ფოტო(ები), ხელნაკეთი ნივთ(ებ)ი:(აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, ბიჟუტერია) და სხვა ნამუშევრები.

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი

📍 გამოფენა ჩატარდება უნივერსიტეტის სივრცეში არსებულ ბიბლიოთეკაში, 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

🖼️ აპლიკანტებს გთხოვთ ნამუშევრები მოგვაწოდოთ 24 ოქტომბერს (12:00-15:00) და 25 ოქტომბერს (13:00-17:00) სტუდენტური თვითმართველობის ოთახში(ოთახი 215, მე-2 კორპუსი).

❗️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნამუშევრები არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ თემატიკას და დაცული უნდა იყოს ცენზურა.

📮მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე

გისურვებთ წარმატებებს!