საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი რამინ კუჭუხიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
პროექტის სახელწოდებაა: ელექტრო მაგნიტური თავსებადობის განსაზღვრა სამოქალაქო ხმოვან-მაუწყებლებსა (88-108MHz) და აერონავტიკის სერვისებს შორის (108-137MHz VOR, ILS, COM, GBAS).
საგრანტო პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში განხორციელდება სადოქტორო კვლევასთან დაკავშირებული აქტივობები. დოქტორანტის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი თეიმურაზ ქორთუა, ხოლო თანახელმძღვანელი, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნიკა თიკანაშვილი.