Monthly Archives: November 2022

ცხადდება ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის თანამდებობაზე

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა; PR ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ორგანიზება და მონიტორინგი; უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და საზოგადოებასთან ურთიერთობა; პრესკონფერენციების და პრეზენტაციების ორგანიზება, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურების მოწყობა; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ასევე მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება; […]

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებული არიან  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებით, მოგახსენებთ, რომ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს  9 ნოემბრიდან  5 დეკემბრის 18:00 საათამდე.  განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. შეგახსენებთ, რომ 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტებმა, რომლებიც პირველად […]