გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება

იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებული არიან  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებით, მოგახსენებთ, რომ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს  9 ნოემბრიდან  5 დეკემბრის 18:00 საათამდე.  განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.

შეგახსენებთ, რომ 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში, ასევე სტუდენტებმა, რომლებიც წინა წლებშიც ფინანსდებოდნენ ამ პროგრამის ფარგლებში.

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია