ცხადდება ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის თანამდებობაზე

შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
  • PR ღონისძიებების/კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ორგანიზება და მონიტორინგი;
  • უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • პრესკონფერენციების და პრეზენტაციების ორგანიზება, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო ტურების მოწყობა;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ასევე მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მედია საშუალებების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ;
  • წლიური ანგარიშის, განცხადებების, პრეს-რელიზების, მოხსენებების, სტატიების, სარეკლამო ბროშურებისა და ბუკლეტების ტექსტების, სარეკლამო გვერდების ტექსტების მომზადება;
  • სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება;
  • სარეკლამო მასალის (პლაკატები, ბუკლეტები, ბროშურები და სხვა) მიზნობრივად გავრცელების უზრუნველყოფა.
  • PR ღონისძიებების/კამპანიების მოწყობისათვის საჭირო ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობა;
  • საავიაციო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის დროული განთავსება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • სტუდენტებში შიდა საუნივერსიტეტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, რექტორის ინტერვიუების, უნივერსიტეტის სემინარების, ტრეინინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სახის მასალების მომზადებისა და გავრცელების უზრუნველყოფა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
  • PR ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სტატიების და საინფორმაციო ტექსტების გამართულად და კორექტულად წერის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ელ. ფოსტაზე vacancy@ssu.edu.ge გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად;
  • დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების დასკანერებული ვერსიები;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი: ლელა ხრიკული, ადამიანური რესურსების მენეჯერი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995599490685