საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
1. სფერო: ტრანსპორტის მომსახურებები
დეტალური სფერო: საჰაერო ნავიგაცია
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
2. სფერო: ფიზიკური მეცნიერებები
დეტალური სფერო: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები ატმოსფერული მეცნიერებები (მეტეოროლოგია)
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
საინჟინრო ფაკულტეტი
სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე
დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია
პროფესორი – 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
დეტალური სფერო: მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება
დეტალური სფერო: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
პროფესორი – 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია
სფერო: ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
დეტალური სფერო: სამოქალაქო ავიაციის კანონმდებლობა
ასოცირებული პროფესორი – 1
საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
- ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
- აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე vacancy@ssu.edu.ge
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- CV/რეზიუმე (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 1 ფოტო (3X4)
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის/ების ასლი/ები (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წელი);
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
- აუცილებელი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან!
- დამატებითი სავალდებულო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე:
განაცხადების მიღება დაიწყება 2023 წლის 9 იანვრიდან.
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 09.01.2023 – 13.01.2023
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო კომისიის წევრების მიერ განხილვა: 13.01.2023 – 20.01.2023
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 23.01.2023 – 02.02.2023
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 06.02.2023 – 17.02.2023
საკონტაქტო პირი: ადამიანური რესურსების მენეჯერი – ლელა ხრიკული (+995 599 49 06 85)