შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2023 წლის 30 იანვრიდან – 2023 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 10 თებერვლისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
- განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (ადგილზე შეავსებთ);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
- ატესტატის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2023 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ–დან 17 სთ–მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 595–44-34-44, 577-75-05-85; 322 74-61-55,