შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2023 წლის 30 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით. შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტი ბეჭდითა და ხელმოწერით;
საბუთების მიიღება იწარმოებს 10 სთ–დან 17 სთ–მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე:
595–44-34-44; 577-75-05-85; 03 22–74-61-55,
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2023 წლის 9 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.