2022-2023 სასწავლო წლის განცხადება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების შესახებ

გამოცხადდა მიღება შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2022-2023

სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)“;

,,საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H)“;

,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1)“:

,,საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2)“:

მსურველებმა   უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან   ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4  და სურათის ელექტონული ვერსია;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).

ვ) ინგლისური ენის B2 დონის სერთიფიკატი (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში  ჩატარდება შესაბამისი გამოცდა);

ზ) ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა:  

  • პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი („საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-H) და (CPL-A)პროგრამებზე შემომსვლელთათვის“).

ტესტირება ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დადასტურებისათვის ჩატარდება 2023 წლის  28  თებერვალს;

სწავლა დაიწყება 2023 წლის 6 მარტს.

        საბუთების მიიღება იწარმოებს 2023 წლის 6 თებერვლიდან 27 თებერვლის  ჩათვლით, 10 სთდან 17 სთმდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

       დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში. მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.

      ან დარეკონ ნომერზე: 595–443444, 577-750585, 0322 74-61-55.