შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის
შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2023 წლის 21 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით
შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის
განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს
* პირადობის მოწმობის ასლი;
* ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება
სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და
მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტი
ბეჭდითა და ხელმოწერით;
საბუთების მიიღება იწარმოებს 10 სთ-დან 17 სთ-მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 2-74-61-55,
595–44-34-44; 577-75-05-85
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და
შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2023 წლის 21
აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით.