პროგრამის მოკლე აღწერა

ATPL თეორიული დისტანციური სასწავლო კურსის მიზანია,  სტუდენტების თეორიული გამოცდებისთვის მომზადება, რათა  მოიპოვონ  ავიაკომპანიის ტრანსპორტის პილოტის ან კომერციული პილოტის მოწმობა, ATPL თეორიით.

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, კურსის 90%-ის მიწოდება ხდება LMS-ის გამოყენებით, თეორიული ნაწილის 10%-ს კი გაივლით საკლასო ოთახში ინსტრუქტორის დახმარებით.

ზოგადი ინფორმაცია

დაშვების წინაპირობა

ATPL დისტანციური სასწავლო პროგრამის გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს:

  • მოყვარული პილოტის მოწმობა;
  • პილოტის 1 ან 2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატი.
პროგრამის სტრუქტურა

სასწავლო კურსის მოცულობა შეადგენს 650 საათს, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • საჰაერო კანონმდებლობა;
  • საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია, ელექტრული სისტემები და ძრავები; 
  • სახელსაწყო აღჭურვილობა;
  • მასა და ბალანსი;
  • საფრენოსნო მახასიათებლები;
  • ფრენის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ადამიანური შესაძლებლობები;
  • მეტეოროლოგია;
  • ზოგადი ნავიგაცია;
  • რადიო ნავიგაცია;
  • საექსპლუატაციო პროცედურები;
  • ფრენის პრინციპები;
  • VFR & IFR კომუნიკაციები (ინგლისური).

 

სწავლის დაწყების თარიღი:

მოთხოვნისამებრ.

საკონტაქტო ინფორმაცია

Nika Matcharashvili

Deputy Head of International Training Center

Email: N.macharashvili@ssu.edu.ge;

Mobile: +995 555 916 779