12 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს NASA-ს კოსმოსური ინჟინერი, შონ ფულერი (Sean Fuller) ეწვია. ბატონმა შონ ფულერმა საჯარო ლექცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან დაკავშირებული ბოლო კვლევები და ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, თუ რატომ აირჩია მფრინავის და კოსმოსური ინჟინერის პროფესია. იგი ასევე ესაუბრა სტუდენტებს, თუ რა უნარ-ჩვევებია აუცილებელი ნასაში მუშაობისთვის.ლექციის ბოლოს, მან უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, […]
Author Archives: Aviation
გაცვლითი პროგრამა Erasmus + ის ფარგლებში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ბასკეთის უნივერსიტეტში გაემგზავრება.საინჟინრო ფაკულტეტის I კურსის სტუდენტები:ჯანაშვილი ალექსანდრე, ხუცურაული დავითი, გედამინსკი გიორგი, გოცირიძე არჩილ ესპანეთში შემოდგომის სემესტრში გაემგზავრებიან.აღნიშნულთან დაკავშირებით, საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს შეხვდა და პროექტში გამარჯვება მიულოცა.საავიაციო უნივერსიტეტი Erasmus Mundus-ის გაცვლით პროგრამა ACTIVE-ში და Erasmus + შია ჩართული, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ […]
5-26 მაისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს, რომელშიც მონაწილეობა 42-მა სტუდენტმა მიიღო, როგორც საავიაციო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს დანარჩენი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.2 ივნისს საავიაციო უნივერსიტეტში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა და გამარჯვებულ სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა სერგო ტეფნაძემ დიპლომები გადასცა.
29 მაისს 14:00 საათზე სასტუმრო ამბასადორში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა კონფერენცია გამართა. აღნიშნულ კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარებას. კონფერენცია მიზნად ისახავდა წარმოდგენილ ბიზნეს სექტორისთვის გაეცნო პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი განახლებული პროფესიები, რომელიც იმართება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“ პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს […]
განათლების საერთაშორისო გამოფენა გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 16-17 თებერვალს გაიმართა. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტენდთან შესაძლებლობა ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ორი დღის განმავლობაში განათლების გამოფენას 12 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. განათლების გამოფენა 2011 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. საავიაციო უნივერსიტეტმა ღონისძიებაში წელს მეექვსედ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სწავლის საფასურის რამდენიმე თვეზე გადანაწილება, თქვენთვის სასურველი გრაფიკით.
სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარების პროექტის განხორციელების გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან დაიწყო. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რეგიონების სკოლებში შეხვედრებს რეგულარულად მართავენ და მოსწავლეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. პროექტის ფარგლებში პრეზენტაციები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებსა და სოფლებში.
დღეს 5 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა რიგით XIII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და სერტიფიკატები. მათ სიტყვით მიმართა, მიულოცა და დიპლომები გადასცა საქართველოს საავიაციო უნიერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ემზარ ბარბაქაძემ და ფაკულტეტის დეკანებმა – ვახტანგ ჭარაიამ და გივი ცირეკიძემ. […]