იმ სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც დაინტერესებული არიან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებით, მოგახსენებთ, რომ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია მიმდინარეობს 9 ნოემბრიდან 5 დეკემბრის 18:00 საათამდე. განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. შეგახსენებთ, რომ 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტებმა, რომლებიც პირველად […]
Author Archives: Aviation
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი რამინ კუჭუხიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის სახელწოდებაა: ელექტრო მაგნიტური თავსებადობის განსაზღვრა სამოქალაქო ხმოვან-მაუწყებლებსა (88-108MHz) და აერონავტიკის სერვისებს შორის (108-137MHz VOR, ILS, COM, GBAS). საგრანტო პროექტის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში განხორციელდება სადოქტორო კვლევასთან დაკავშირებული აქტივობები. დოქტორანტის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი თეიმურაზ ქორთუა, ხოლო […]
სტუდენტური თვითმმართველობის კულტურა-ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება გამოფენა ,,სსუ სტუდენტური გამოფენა 2022“. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს. გამოფენაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენ მიერ შექმნილი ნახატ(ებ)ი, ფოტო(ები), ხელნაკეთი ნივთ(ებ)ი:(აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, ბიჟუტერია) და სხვა ნამუშევრები. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი გამოფენა ჩატარდება უნივერსიტეტის სივრცეში არსებულ ბიბლიოთეკაში, 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით. აპლიკანტებს გთხოვთ ნამუშევრები მოგვაწოდოთ […]
ავიამეთვალყურის პროფესია საპატიო და მნიშვნელოვანია საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები და მატულობს ავიარეისები. სწორედაც რომ ისინი ზრუნავენ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების დროულ, თანმიმდევრულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ავიამეთვალყურეებს ამ მეტად მნიშვნელოვან დღესასწაულს და უსაფრთხო […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა საავიაციო პარკი იტალიური წარმოების ოთხადგილიანი, ორძრავიანი საჰაერო ხომალდით შეავსო, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს პროფესიონალი კომერციული ავიაციის პილოტთა მომზადების საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული საჰაერო ხომალდი გამოყენებულ იქნება, როგორც, პროფესიონალ პილოტთა მომზადების კუთხით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში -სხვადასხვა კომერციული მიზნებისათვის.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში იწყება ბორტგამყოლის 3-თვიანი სასწავლო კურსი. პროგრამის აღწერა: ყოველი მოგზაურობის წინ აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ბორტგამყოლის მოსამზადებელი კურსი დამწყებთათვის პირველი ნაბიჯია ბორტგამყოლის კარიერისკენ. ეკიპაჟის წევრები საწყისი მომზადების ფარგლებში იძენენ აუცილებელ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც ნებისმიერი ბორტგამყოლისთვის შეუცვლელია. ეს კურსი მოიცავს ისეთ სპეციფიკურ საკითხებს, როგორებიცაა:მგზავრების მომსახურება, ფრენის უსაფრთხოება, მათ შორის, […]
გაცნობებთ,რომ მედიაწიგნირების განვითარების მიზნით,საქართველოს კომუნიკაციების კომისია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების,ფაქტების გადამოწმების,ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის,ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. წესების თანახმად, კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა 29 სექტემბრიდან – 31 ოქტომბრის ჩათვლით უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა […]
არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა მოყვარული პილოტის საინტერესო პროფესიის ათვისების საქმეში. მოხდა საოცრება და მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო მომზადების ერთ-ერთმა მსმენელმა, ყველასათვის ცნობილმა პიროვნებამ, პარლამენტის წევრმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ, მისი ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, წარმატებით გაიარა მოყვარული პილოტის შემსწავლელი სასწავლო კურსი და მიიღო მოყვარული პილოტის დამადასტურებელი მოწმობა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში,როდესაც პიროვნებამ […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე ,,საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები”. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ; დ) ელექტრონული […]
გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი,მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და სტუდენტების მოტივაციის ამაღლება. 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ […]