გაცნობებთ,რომ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 12 სექტემბერს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა გაიმართება კვირას,11 სექტემბერს,15:00 საათზე, I სასწავლო კორპუსში, აუდიტორია 500.გისურვებთ წარმატებებს!
Author Archives: Aviation
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოყვარული პილოტის კურსზე (PPL) მოყვარული პილოტის მომზადების დაწყებამდე უნდა: იყოთ არანაკლებ 18 წლის; გქონეთ პილოტის 1 ან მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატი; გქონდეთ ინგლისური ენის B2 სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი არ გაქვთ, ცოდნის დადასტურება მოხდება უნივერსიტეტში ტესტირების საფუძველზე) კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 6-8 თვეს. საფრენი მომზადების დაწყებამდე სტუდენტებმა უნდა გაიარონ 135-საათიანი თეორიული სალექციო […]
სტუდენტები,რომლებიც დაინტერესებული არიან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვებით,რეგისტრაციის,განაცხადის შევსების ვადებისა და სხვა დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
სტუდენტები, რომლებმაც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: განცხადება (ფორმა გაიცემა ადგილზე) სრული საშუალო განათლების ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; დაბადების მოწმობის ასლი; სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); ოთხი ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე სურათის ელექტრონული ვერსია. […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია საავიაციო ინჟინერიაში, ან გამოცდა სპეციალობაში, იხილეთ ბმული) საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი (მიღების წინაპირობაა კვალიფიკაცია მენეჯმენტში, ან გამოცდა სპეციალობაში, იხილეთ ბმული) მსურველებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდები, განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორს. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი; […]
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2022 წლის 22 აგვისტოდან – 2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge. სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 14 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ: განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა […]
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი […]
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს სტატიების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ,,საჰაერო ტრანსპორტი” 2022 წლის გამოცემისთვის. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: v.kelikhashvili@ssu.edu.ge
მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე! რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 22 აგვისტო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ Facebook გვერდზე, ან გვეწვიეთ უნივერსიტეტში. რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/ გაიგე მეტი პროფესიული განათლებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ: https://ssu.edu.ge/wp-content/uploads/2022/03/profesiuli.pdf
მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 1-ლი ივლისის პერიოდში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში „საავიაციო ინჟინერიის საზაფხულო საერთაშორისო სკოლა“. პროექტში 15 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ნაწილი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები იყვნენ, ნაწილი კი III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდები. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს