საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 16-17 ივნისს ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება
მაისი 2, 2025 2025-05-13 12:34საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 16-17 ივნისს ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 16-17 ივნისს ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიმართება
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2025 წლის, 16-17 ივნისს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში გაიმართება ღია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები.
16 ივნისი:
- კონფერენციის გახსნა;
- ქართველ და უცხოელ სტუდენტთა მოხსენებები
17 ივნისი:
- ქართველი და უცხოელი ახლაგაზრდა მეცნიერთა მოხსენებები;
- სტუდენტებს შორის გამარჯვებულების დაჯილდოება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და პარტნიორი ავიაკომპანიის წარმომადგენელთა ჩართულობით;
- კონფერენციის დახურვა.
გთხოვთ 2025 წლის 31 მაისამდე მოხსენებათა თეზისები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bidzina_abesadze@ssu.edu.ge თეზისების შედგენა უნდა მოხდეს მეილებზე გადმოგზავნილი ფორმების შესაბამისად ქართულ ან ინგლისურ ენაზე.