2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა
ივლისი 4, 2025 2025-07-04 14:252025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში შიდა მობილობის (საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის) მსურველ სტუდენტებს 2025 წლის 28 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში და შეავსონ განაცხადი შიდა მობილობის განხორციელების სურვილის შესახებ. განცხადებას თან უნდა დაერთოს
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ფაკულტეტი ბეჭდითა და ხელმოწერით;
საბუთების მიიღება იწარმოებს 10 სთ–დან 17 სთ–მდე I სასწავლო კორპუსში, ოთახი 405.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: 2–74-61-55,
595–44-34-44; 577-75-05-85
შენიშვნა: მობილობის მსურველებს, საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობისა და შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ, გასაუბრება შეუძლიათ გაიარონ 2025 წლის 25 ივლისამდე.