სტუდენტების შეხვედრა წარმატებულ კურსადმთავრებულებთან

29 აპრილს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა წარმატებულ კურსდამთვრებულებთან.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, რომლებიც დასაქმებულები არიან შემდეგ კომპანიებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სატვირთო ავიაკომპანია “იზი ჩარტერი”, ATC – თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა და თელავის აეროპორტი “მიმინო”. წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ კარიერულ მიღწევებსა და საქმიანებაზე, ასევე სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება საავიაციო სფეროში მუშაობასა და დასაქმების პერსპექტივებზე.