საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ივნისი 19, 2025 2025-06-19 14:52საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ ავიაციის სფეროში მომუშავე წარმატებული კომპანიები:
• ჯორჯიან ეარვეისი / Georgian Airways
• ჯეოსქაი / Geosky
• Easy Charter
• Myway Airlines
• სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“
• საქაერონავიგაცია
• ლასარე / LASARE
აღნიშნული კომპანიები ამავე დროს, მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან დასაქმებისა და სხვადასხვა პროექტების მიმართულებით.
ფორუმზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობებისა და კარიერული განვითარების შესახებ. ასევე, ისინი უშუალოდ გაესაუბრნენ კომპანიების წარმომადგენლებს, მიიღეს რჩევები პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის.