მოკლე აღწერილობა

  არ აქვს მნიშვნელობა, ამას რისთვის აკეთებთ – უბრალოდ ფრენისგან სიამოვნების მისაღებად, თუ იწყებთ მომზადებას პროფესიონალური კარიერისთვის. მოყვარული პილოტის კურსი – ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯი ავიაციის სამყაროში.

არცერთი სხვა კურსი არ მოგცემთ ამდენ სამომავლო შესაძლებლობას, როგორც მოყვარული პილოტის  მოწმობის (PPL) ფლობა. თქვენ შეძლებთ ისწავლოთ სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავის მართვა და საკუთარ თავზე გამოსცადოთ მრავალფეროვანი გარემოებები, რომლებიც ავიაციის სამყაროში აბსოლუტურად ახალ პერსპექტივას გაგიხსნიან.

გარდა ამისა, ცოდნის გაღრმავებას შეძლებთ ახალ-ახალი დაშვებების დამატებით შესწავლით: მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა: ორძრავიანი საჰაერო ხომალდზე (ME)  ან სახელსაწყო დაშვება(IR), რაც მოგცემთ შანსს მართოთ თანამედროვე თვითმფრინავები, იფრინოთ ცუდ ამინდშიც კი და ნებისმიერ მომენტში შეძლოთ მოყვარული პილოტობიდან პროფესიონალურ კარიერაზე გადასვლას CPL ან ATPL მოდულარული პროგრამის დახმარებით.

 ასე რომ, ეს ის ინვესტიციაა, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებათ!

დაშვების წინაპირობა

მოყვარული პილოტის მომზადების დაწყებამდე უნდა:

იყოთ არანაკლებ 16 წლის;

ჰქონეთ პილოტის მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატი.

პროგრამის ხანგრძლივობა:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 თვეს, მაგრამ კურსის ტიპური ხანგრძლივობა 6-დან 12 თვემდეა  – ეს დამოკიდებულია სტუდენტის მონდომებაზე და მის უნარებზე წარმატებით გაიროს როგორც საფრენოსნო პრაქტიკული ასევე, სახმელეთო მომზადება.

პროგრამის სტრუქტურა:

საფრენი მომზადების დაწყებამდე სტუდენტები ვალდებულნი არიან გაიარონ 130-საათიანი თეორიული სალექციო კურსი, რომელიც მოიცავს შემდეგ საგნებს:

  • საჰაერო კანონმდებლობა;
  • საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია და სისტემები;
  • ფრენის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • ადამიანური შესაძლებლობები;
  • მეტეოროლოგია;
  • ნავიგაცია;
  • საექსპლუატაციო პროცედურები;
  • ფრენის პრინციპები;
  • ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია ინგლისურ ენაზე.

საფრენოსნო მომზადება შედგება მინიმუმ 45 საფრენი საათისგან, რომელთაგან მაქსიმუმ 5 შეიძლება გაიაროთ ჩვენს საფრენ იმიტატორზე FNPT II

კურსის დაწყების თარიღი: