სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტური თვითმმართველობა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა მომავალ პროფესიას ირჩევს და სწორედ ამ პერიოდში ფორმირდება სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, ემოციური თუ მორალური უნარები. ცხადია, აღნიშნული ასპექტები სტუდენტური ცხოვრების გამოწვევას წარმოადგენენ, თუმცა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი შესაძლებლობას გაძლევთ სწორედ აქ შეიძინოთ ეს უნარები და მიიღოთ სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე ევროპული სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც აკადემიური პერსონალი, დარგის პროფესიონალები და გამოცდილი მფრინავ-ინსტრუქტორები მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადებას ახორციელებენ. უნივერსიტეტი ასევე შესაძლებლობას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ადგილობრივ პროექტებში,ასევე საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი ასევე ზრუნავს მიღებული პროფესიების შესაბამისად კურსდამთავრებულთა სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებაზე, რაც წარმატებით ხორციელდება.

ამასთან, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს სტუდენტური თვითმმართველობა – აქტიური სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც უნივერსიტეტის ორგანიზაციული, შემოქმედებითი, თუ აკადემიური საკითხების შემუშავების პროცესში მონაწილეობს. სტუდენტური თვითმმართველობა, ასევე იცავს სტუდენტთა უფლებებს და ცდილობს მათი სტუდენტური წლები უფრო მეტად საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი გახადოს. იგი ასევე სთავაზობს საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, სამეცნიერო პროექტებს და ა.შ

თუ გსწურს ხარისხიანი განათლების მიღება, აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, აირჩიე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი! გახდი სსუ-ს სტუდენტი!

სტუდენტური თვითმმართველობის  პრეზიდენტი ნიკა ჩხარტიშვილი.