პროგრამის მიზნებია:
- კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებსაც ექნებათ კომპლექსური ბიზნეს სამყაროს შესახებ ფართო თეორიული ცოდნა, კერძოდ, მმართველობითი ტექნიკის გამოყენებით მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღჭურვილი იქნებიან ორგანიზაციის მართვისათვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარებით.
- ასევე, პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს განუვითაროს ორგანიზაციის მართვის კონტექსტში გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკული უნარ-ჩვევები რაც ხელს შეუწყობს კარიერის აწყობას, როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.
- პროგრამა უზრუნველყოფს ანალიტიკურ აზროვნების ჩამოყალიბებას, მენეჯმენტის საკითხების კრიტიკულ გააზრებას, მონაცემების შეგროვების, დამუშავების, სანდო და რელევანტური დასკვნების გაკეთების, არგუმენტაციის, ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას.