მრავალძრავიანი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL(A)-MEP)
სექტემბერი 8, 2025 2025-09-09 12:20მრავალძრავიანი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL(A)-MEP)

მრავალძრავიანი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL(A)-MEP)
პროფესიული პროგრამა
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მრავალძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაციაში 1041
ინგლისური
2 წელი
გიორგი ინასარიძე
+995 599 74 20 40
g.inasaridze@ssu.edu.ge
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, რომელთა კომპეტენცია სრულად პასუხობს საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის სფეროში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და EASA-ს (ევროკავშირის საავიაციო უსაფრთოხების სააგენტოს) მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
- სრული ზოგადი განათლება (12 კლასი)
- „სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა“, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
- შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება
მრავალძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს ერთი პილოტით საფრენად სერტიფიცირებულ საჰაერო ხომალდზე მეთაურის რანგში.
- ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 51.0; 51.10. 51.10.0.
• დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3152; 3153