საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)
სექტემბერი 26, 2023 2024-01-18 14:23საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-A)
პროფესიული პროგრამა
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციაში
ინგლისური
თორნიკე ტეფნაძე
+995 596 119 919
t.tepnadze@ssu.edu.ge
გიორგი ინასარიძე
+995 599 74 20 40
g.inasaridze@ssu.edu.ge
- სრული ზოგადი განათლება (12 კლასი)
- მინიმალური ასაკი 17 წელი
- შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ერთ პროფესიულ კვალიფიკაციას საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციაში (CPL) A მიმართულებით – თვითმფრინავის კომერციული პილოტი).
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ორი სასწავლო წლის განმავლობაში, 68 კრედიტის მოცულობით, რაც შეადგენს 1700 საათს.
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ზოგად, საერთო პროფესიულ/დარგობრივ და კონკრეტული მიმართულების (CPL (A)) პროფესიულ/დარგობრივ მოდულებს.
1. ორი ზოგადი მოდულის კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 6, რომელიც მიცავს შემდეგ მოდულებს:
- ინფორმაციული წიგნიერება;
- მეწარმეობა.
2. პროფესიული/დარგობრივი მოდულების კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 33.5, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- საჰაერო კანონმდებლობა;
- საჰაერპ ხომალდების კონსტრუქცია, სისტემები და ძალური დანადგარები;
- საჰაერო ხომალდების სახელსაწყო აღჭურვილობა;
- მასა და ბალანსი;
- თვითმფრინავის საფრენოსნო მახასიათებლები;
- ფრენის დადგეგმვა და მონიტორინგი;
- ადამიანის შესაძლებლობები;
- მეტეოროლოგია;
- ზოგადი ნავიგაცია;
- რადიო ნავიგაცია;
- საექსპლუატაციო პროცედურები;
- თვითმფრინავის ფრენის პრინციპები;
- ვიზუალური ფრენის წესების ფრაზეოლოგია.
3. სპეციალიზაციის პროფესიული/დარგობრივი მოდულების კრედიტთა ჯამური რაოდენობა – 28.5, რომელიც მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 1;
- საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 2;
- საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 3;
- საფრენოსნო პრაქტიკა თვითმფრინავზე 4;
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტს, მათ შორის პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს საფრენოსნო მომზადებას 150 ფრენა/საათის მოცულობით.
საგანმანათლებლო პროგრამის დაიწყება ზოგადი ან პროფესიული/დარგობრივი მოდულებით, რომელიც განხორციელდება მოდულარული სისტემით, ხოლო პრაქტიკის კომპონენტი გათვალისწინებულია პროგრამის ბოლო ეტაპზე.