აეროდრომების ექსპლუატაცია და მშენებლობა
სექტემბერი 26, 2023 2025-03-04 10:30აეროდრომების ექსპლუატაცია და მშენებლობა

აეროდრომის ექსპლუატაცია და მშენებლობა
პროფესიული პროგრამა
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია აეროდრომის ექსპლუატაციასა და მშენებლობაში 0732
ინგლისური
2 წელი
ბექა ბუიძე b.buidze@ssu.edu.ge
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისი პერსონალი აეროდრომის ექსპლუატაციისა და მშენებლობის დარგში. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად ავიასპეციალისტი კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ნებისმიერი ზომის აეროდრომისა და ვერტოდრომის მშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღებასა და ექსპლუატაციას.
სრული ზოგადი განათლება (12 კლასი) |
ინგლისური ენის B2 დონის სერტიფიკატი ინგლისური ენის სერტიფიკატის არქონის შემთხევაში აპლიკანტები ადგილზე ჩააბარებენ გამოცდას |
ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100/ა |
აეროდრომის ექსპლუატაციის და მშენებლობის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს: აეროდრომებზე, აეროპორტებში; საავიაციო სასწავლებლებში, ავიასაწარმოებში. საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და სწავლების ხარისხი უზრუნველყოფს იმგვარი სწავლის შედეგების მიღწევასა და კომპეტენციების გამომუშავებას, რომლის შედეგად პირს შეუძლია სამოქალაქო ავიაციის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. |