საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
სექტემბერი 26, 2023 2024-01-18 13:15საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
ბაკალავრიატი
საავიაციო ინჟინერიის ბაკალავრი
ქართული
1310104 საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
ნიკა თიკანაშვილი
პროფესორი
+995 595 04 08 08
n.tikanashvili@ssu.edu.ge
პროგრამის მიზნებია:
- მისცეს ფართო ცოდნა საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით, რაც საშუალებას აძლევს დაეუფლოს ფრენების ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს;
- შეასწავლოს აეროპორტების: რადიონავიგაციური, რადიოლოკაციური, კავშირის, ელექტრომომარაგებისა და შუქტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების ჩატარების თავისებურებები;
- ჩამოუყალიბოს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების, პროცესების ობიექტურად შეფასებისა და სფეროსათვის დამახასიათებელი პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია“ სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მქონე პირს, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა განათლების აღიარების დოკუმენტი.
პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე