უნივერსიტეტის ისტორია
სექტემბერი 19, 2023 2026-01-12 11:00უნივერსიტეტის ისტორია
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა დღიდან მისი დაარსებისა (1992 წლის 27 მარტი) ჩვენს ქვეყანას მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის განვითარების საქმეში. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფრენოსნო მომზადების, საავიაციო ინჟინერიის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმო, სტუდენტთა პროფესიული მომზადების სასწავლო ცენტრი, საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და სხვა. უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო საჰაერო ხომალდები Tecnam P2008; Tecnam P2006T; Tecnam P-Mentor; Cessna 152; Boeing – 737-200. EASA-ს მოთხოვნების შესაბამისი ENPT-ll თვითმფრინავის და შვეულმფრენის საწაფები, სპეციალიზებული ლაბორატორიები. სწავლება ხორციელდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პილოტ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში მრავალი უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს (25-ზე მეტი ქვეყნიდან). მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი მოთხოვნადნი არიან შრომის ბაზარზე, რასაც დასაქმების უმაღლესი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დასაქმების შემდგომაც ისინი არ წყვეტენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრისა და საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრებში, უწყვეტ რეჟიმში გადიან კვალიფიკაციის ამაღლებისა და დადასტურების სასწავლო კურსებს, რაც თავის მხრივ საავიაციო დარგის მომავალი წარმატების საწინდარია.