ტატო ლაფაური
ნოემბერი 27, 2023 2024-01-18 14:38ტატო ლაფაური
ტატო ლაფაური
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ენები:
- ქართული
- ინგლისური
- რუსული
სამოქალაქო ავიაციის სექტორში ჩემი ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა მემუშავა რიგ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, დაწყებული საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების საწარმოთი. აღნიშნულმა გამოცდილებამ შემდგომში საშუალება მომცა დამეკავებინა ტექნიკური მომსახურების საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილის პოზიცია, სადაც ბევრი რამ შევისწავლე სამუშაო გუნდის მართვისა და ტექნიკური სამუშაოების მართვის მიმართულებით. ჩემს შემდგომ კარიერულ ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელის როლი, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული საავიაციო პერსონალის მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანის პროცესებში. ამჟამად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორც საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის დეკანი, მჭიდროდ ვმონაწილეობ საავიაციო სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლებისა და საკუთარი საქმიანობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
ზემოთ აღნიშნულ პასუხისმგებლობებთან ერთად, რამდენიმე წელია ვმონაწილეობ სტუდენტთა სწავლების პროცესში და ვკითხულობ ისეთ სალექციო კურსებს, როგორებიცაა: EASA-ს მე-5 მოდული: ციფრული ტექნიკა და ელექტრონული ხელსაწყოების სისტემები და ელექტრორადიო მასალები და კომპონენტები. ამავდროულად გასული წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში, საავიაციო განათლების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციისა და განვითარების მიზნით.
სამუშაო გამოცდილება
- 02/11/2020 – დღემდე, თბილისი, საქართველო
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის დეკანი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 15/02/2021 – 30/09/2022 თბილისი, საქართველო
საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 31/07/2020 – 02/11/2020 თელავი, საქართველო
ტექნიკური მომსახურების საწარმოს უფროსის მოადგილე
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 01/05/2018 – 31/07/2020 თელავი, საქართველო
ავიატექნიკოსი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
განათლება და ტრენინგები:
- 10/10/2021 – დღემდე თბილისი, საქართველო
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 05/10/2022 – 07/10/2022 თბილისი, საქართველო
ტრენერების ტრენინგის სასწავლო კურსი
ივანე ჯავახიშვილის სახელოსბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14/07/2022 – 21/07/2022 რიგა, ლატვია
ინსტრუქტორთა მომზადების პირველადი კურსი EASA Part-147 სასწავლო ცენტრი – ტრიტეკი - 07/10/2019 – 31/07/2021 თბილისი, საქართველო
საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 07/10/2019 – 13/10/2019 თბილისი, საქართველო
A-22 ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო კურსი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 09/08/2019 – 13/08/2019 თბილისი, საქართველო
Tecnam P2006T ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული კურსი (B1.2) საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 04/08/2019 – 08/08/2019 თბილისი, საქართველო
Tecnam P2006T ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების თეორიული კურსი (B1.2) საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 14/09/2015 – 26/07/2019 თბილისი, საქართველო
საჰაერო ხომალდების ავიონიკისა და ელექტრული სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის საბაკალავრო პროგრამა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 23/01/2017 – 01/07/2017 ბილბაო, ესპანეთი
ინჟინერიის სკოლა ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტი (Universidad del Pais Vasco) - 15/09/2004 – 18/06/2015 თელავი, საქართველო
ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლა