საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
სექტემბერი 28, 2023 2025-02-19 14:51საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
ბაკალავრიატი
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმნეტში
ინგლისური
0413
გიორგი ევგენიძე
ასოცირებული პროფესორი
g.evgenidze@ssu.edu.ge
- საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება, რომელსაც ექნება ავია საწარმოების მართვის ინოვაციური მეთოდების, სტრატეგიების შეიმუშავებისა და განავითარების ღრმა და სისტემური ცოდნა.
- პროგრამა ასევე ორიენტირებულია მოამზადოს საჰაერო ტრანსპორტის მართვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
- უზრუნველყოს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი და სამეცნიერო კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტის მომზადება ავიასაწარმოების სტრატეგიული დაგეგმვის კონტექსტში.
პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა განათლების აღიარების დოკუმენტი.
პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე