საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები
სექტემბერი 26, 2023 2024-01-27 23:49საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები
დოქტორანტურა
საავიაციო ინჟინერიის დოქტორი
ქართული
ნიკა თიკანაშვილი
პროფესორი
+995 595 04 08 08
n.tikanashvili@ssu.edu.ge
სერგო ტეფნაძე
პროფესორი
rector@ssu.edu.ge
უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად სადოქტორო პროგრამა „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები“ ორიენტირებულია საფრენოსნო-ტექნიკური ექსპლუატაციის ეფექტურობის ამაღლების და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დარგში თეორიულად განსწავლული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლების ძირითადი მიზნებია:
- დოქტორანტს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების საფუძველზე მისცეს სიღრმისეული ცოდნა საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს აღძრული პრობლემების მეცნიერული შეფასებისა და მათი გადაჭრის მეთოდების დამუშავება – განხორციელებისათვის, დარგის ეფექტურობის ამაღლების და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- დოქტორანტს ჩამოუყალიბოს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა დინამიკურ და სწრაფად ცვლად გარემოში მყისიერი ორიენტაციის უნარ-ჩვევები საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო-ტექნიკური ექსპლუატაციის პირობებში პროცესების და მოვლენების წარმართვისა და მათზე ეფექტური ზემოქმედების მიზნით, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.
- დოქტორანტს გამოუმუშავოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოქალაქეობრივი ცნობიერება, რომელიც სტიმულს მისცემს მას მეცნიერული კვლევების მეთოდებისა და მოდელების გამოყენებით გამოავლინოს ის ძირითადი ფაქტორები და პირობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დარგის განვითარებაზე, დოქტორის კარიერულ ზრდაზე. დოქტორანტს ჩამოუყალიბოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციები, მოვლენების მეცნიერული ხედვის, ანალიზის და ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევები, ასევე პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, უახლესი ცოდნის ფლობასთან ერთად, სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი ცოდნის დაგროვების და გაღრმავების უნარი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია და ტექნოლოგიები“ სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დიპლომის მქონე პირს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სტატუსის მოპოვების მსურველს არ უდასტურდება ავიაციის ინჟინრის კვალიფიკაცია, სტატუსის მოპოვებისათვის უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს შიდა სასპეციალიზაციო გამოცდა.
პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდამობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საავიაციო უნივერსიტეტის შიდამარეგულირებელი წესების გათვალისწინებით.
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის და პროგრამის გავლის კონკრეტული პირობები განსაზღვრულია „დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებით“.
პროგრამის სტრუქტურის სანახავად გადადით ბმულზე