მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს თბილისსა და
თელავში მდებარე უახლესი სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე
კამპუსებში. ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალიზებული
ლაბორატორიები სტუდენტს საშუალებას აძლევს მიიღოს ინდუსტრიის
მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი თეორიულ და სიმულაციურ ფრენებზე
დაფუძნებულ სწავლებას ახორციელებს თბილისში, ხოლო პრაქტიკულ ფრენებს
– თელავის აეროპორტში. 2023 წელს უნივერსიტეტმა სრულად განაახლა
ავიაპარკი და არსებული Aeroprakt A-22LS და Cessna C-152 ტიპის საჰაერო
ხომალდებთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული
სწავლება განახორციელონ EASA-ს სტანდარტების შესაბამის Tecnam P2008JC,
Tecnam P2006T და Tecnam P-Mentor ტიპის საჰაერო ხომალდებზე.
სიმულაციური ფრენები მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის
FNPT II კლასის თვითმფრინავისა და შვეულმფრენის საწაფებზე.
2016-2018 წლებში MCC-ის გრანტის “Advancement of TVET Programs in
Georgian Civil Aviation” ფარგლებში განახლდა სპეციალიზებული
ლაბორატორიები თანამედროვე მოწყობილობებით, რამაც გააძლიერა სწავლების
პრაქტიკული კომპონენტი. ხოლო 2024 წელს, USAID-ის გრანტის “Enhancement
of VET Programmes in the Georgian Civil Aviation Sector” ფარგლებში, შეიქმნა
საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სასწავლო საწარმო, რომელმაც
შესაძლებელი გახადა პრაქტიკული სწავლების განხორციელება რეალურ სამუშაო
პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. სასწავლო ცენტრი
აღჭურვილია ამერიკული და ევროპული წარმოების უახლესი ინვენტარით.
გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკული უნარები კიდევ
უფრო გაიღრმავონ უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ Rolls-Royce RB211
ძრავასა და Boeing 737-200 ტიპის საჰაერო ხომალდზე შესრულებული
სამუშაოებით.