ონლაინ სიმპოზიუმი „KK Aviation 2025“
სექტემბერი 15, 2025 2025-09-15 16:08ონლაინ სიმპოზიუმი „KK Aviation 2025“
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, IU
International University (გერმანია) და Cranfield University (დიდი ბრიტანეთი) აკადემიური
თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ორგანიზებული ონლაინ სიმპოზიუმი „KK
Aviation 2025“ გაიმართა.
სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის,
რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნიკა თიკანაშვილმა და სამეცნიერო-
კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ბიძინა აბესაძემ. აღსანიშნავია რომ ღონისძიებაში
ჩაერთო ევროპული საავიაციო უნივერსიტეტების, ავიაკომპანიების და აეროპორტების
წარმომადგენლები 30-ზე მეტი ქვეყნიდან. პანელური დისკუსიების თემები შეეხებოდა
ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორებიცაა: გლობალური გეოპოლიტიკური
მდგომარეობის გავლენა ავიაციაზე, საავიაციო განათლების გამოწვევები, თანამედროვე
ტექნოლოგიების როლი ავიაციაში და სხვა.