2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა!
ივლისი 15, 2024 2024-07-15 22:392024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა!
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა!
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან გადმოსვლის მსურველებმა 2024 წლის 21 აგვისტოდან – 2024 წლის 9 სექტემბრის 18.00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ მობილობის წესით საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, არაუგვიანეს 18 სექტემბრისა უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ:
- განცხადება სსუ-ს რექტორის სახელზე (შესავსები ფორმა გაიცემა ადგილზე);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, რომელშიც მითითებული იქნება სტუდენტის მიერ გავლილი საგნების მოცულობა (სთ), მიღებული შეფასებები და მინიჭებული კრედიტები. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;
- ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე და სურათის ელექტრონული ვერსია.
გაითვალისწინეთ: ბაკალავრიატში 2020 წელს და შემდგომ პერიოდში ჩარიცხულ სტუდენტებს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში მობილობისათვის, აუცილებელია რომ ეროვნული გამოცდების დროს ჩაბარებული გქონდეთ ის საგანი რომელიც განსაზღვრული იყო შესაბამის წელს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის.
საბუთების მიიღება იწარმოებს 2024 წლის 12 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ–დან 17 სთ–მდე I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ათვისებული კრედიტების თავსებადობის დასადგენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ მობრძანდნენ უნივერსიტეტში ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ქ. დედოფლის გამზირი 16. I სასწავლო კორპუსი, ოთახი 405.
ან დარეკონ ნომერზე: 2 74-61-55, 595–44-34-44, 577-75-05-85