დასაქმება
სექტემბერი 28, 2023 2025-06-16 18:11დასაქმება
დასაქმება და კარიერული განვითარება
ჩვენი მისიაა საზოგადოებას შევთავაზოთ საავიაციო სფეროში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული და თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე განხორციელებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განათლება – საფრენოსნო მომზადების, საავიაციო ინჟინერიისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; მოვამზადოთ კვალიფიციური კურსდამთავრებულები და ხელი შევუწყოთ მათი პიროვნული თვისებების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ დარგის პროფესიონალებად; კვლევისა და აღმოჩენის კულტურის განვითარებით და ახალი ცოდნის შექმნით ვუპასუხოთ საავიაციო სფეროს ადგილობრივ და გლობალურ გამოწვევებს.
დასაქმების მენეჯერის მუშაობის მიმართულებებია:
- უნივერსიტეტის პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სტუდენტთა დასაქმებისთვის;
- სტუდენტების დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
- სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირებების შესახებ;
- კურსდამთავრებულთა საჭიროებების მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით შესწავლა და მათი ინფორმირება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
- სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტრეინინგებისა და ვორკშოპების ორგანიზება დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის;
- ორგანიზებას უწევს სტუდენტების შეხვედრებს პოტენციურ დამსაქმებლებთან;
- წარმატებულ კურსდამთავრებულებთან სტუდენტების შეხვედრების დაგეგმვა;
საკონტაქტო ინფორმაცია:
- ანა ბარბაქაძე
- I სასწავლო კორპუსი, ოთახი 401
- ელ-ფოსტა: a.barbakadze@ssu.edu.ge
- Career@ssu.edu.ge
- +995 591509675
პარტნიორი კომპანიები:
















