Blog

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს!

ანონსები / განცხადებები

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს!

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საინჟინრო ფაკულტეტი

სფერო: ინჟინერია და საინჟინრო საქმე

დეტალური სფერო: საავიაციო ინჟინერია

ასოცირებული პროფესორი – 2 ვაკანსია

ასისტენტ პროფესორი – 1 ვაკანსია

ასისტენტი – 2 ვაკანსია

დეტალური  სფერო: საინფორმაციო სისტემები ავიაციაში

პროფესორი -1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი

სფერო: ბიზნესის ადმინისტრირება

დეტალური სფერო: საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

სფერო: ენები

დეტალური სფერო: ინგლისური ფილოლოგია

პროფესორი – 1 ვაკანსია

სფერო: განათლება

დეტალური სფერო: განათლების მეცნიერება

ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია

 

აკონკურსო მოთხოვნები აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

 

  • პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები/გამოცემები;
  • ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები;
  • ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
  • ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. ასისტენტის თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით.
  • აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები როგორც მატერიალური სახით (მის. სსუ, ქეთევან დედოფლის გამზირი N16, მე-2 კორპუსი, ოთახი N112), ასევე ელექტრონული სახით მეილზე vacancy@ssu.edu.ge

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ადგილზე);
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV/რეზიუმე (როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტო (3X4)
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის/ების ასლი/ები (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წელი);
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები.
  • აუცილებელი მოთხოვნა: აფილირება სსუ-სთან და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილება!
განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 29 აპრილიდან.
I ეტაპი – განაცხადის მიღება: 29.04.2024-03.05.2024
II ეტაპი – განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საკონკურსო
კომისიის წევრების მიერ განხილვა: 06.05.2024 – 10.05.2024
III ეტაპი –კონკურსანტებთან გასუბრება: 13.05.2024 – 24.05.2024
IV ეტაპი – კონკურსის შედეგების გამოცხადება: 27.05.2024 – 31.05.2024