საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (ინგლისური)
სექტემბერი 26, 2023 2024-01-18 14:10საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (ინგლისური)
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (ინგლისური)
ბაკალავრიატი
საჰაერო ხომალდის მართვის ბაკალავრი
ინგლისური
1310101 საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია
ტატო ლაფაური
+995 599 01 50 00
t.lapauri@ssu.edu.ge
გიორგი ინასარიძე
+995 599 74 20 40
g.inasaridze@ssu.edu.ge
საბაკალავრო პროგრამა, „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი)“, შედგენილია ICAO-ს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1), EASA-ს სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟის წევრების მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა (ევროპის პარლამენტისა და საბჭოს #2018/1139 რეგულაცია, 04.07.2018. და COMMISSION REGULATION (EU) No 1178/2011, 2011.11.03, EASA Part-FCL) და „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ (საქართველოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №150) შესაბამისად და ორიენტირებულია, კვალიფიციური პილოტის მომზადებაზე.
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების უმთავრესი მიზნებია:
- საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის პროცესებისა და სისტემების შესწავლა;საავიაციო სფეროს ფართო ცოდნის შეძენა, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
- საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დარგობრივი კომპეტენციების, მოვლენათა კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბება და პროცესების ობიექტური შეფასების უნარ-ჩვევათა ფორმირება;
- შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პილოტის მომზადება, რომელსაც განუვითარდებათ ფრენის უსაფრთხოების პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მიეცემათ იმ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა ბაკალავრის ხარისხი საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ექსპლუატაციაში.
პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სტუდენტის სტატუსის მოპოვების უფლება შესაძლებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ასევე შესაძლებელია მობილობის ან შიდა მობილობის გზით საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
იმ პირთათვის, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების ან საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭიროა განათლების აღიარების დოკუმენტი.
დაწესებულებებში „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ (სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №150) შესაბამისად პრაქტიკული მომზადების დაწყებამდე კანდიდატი უნდა ფლობდეს პილოტის 1-ლი კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.
ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება
შენიშვნა: სამომავლო გაუგებრობების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია, ზემოთხსენებული სამედიცინო სერტიფიკატის პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე აღება, რათა კანდიდატი დარწმუნდეს საკუთარი ჯანმრთელობის სწავლებასთან შესაბამისობაში.