ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
სექტემბერი 23, 2023 2026-02-10 14:54ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2026 წელს აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი)
- კვალიფიკაცია: საჰაერო ხომალდის მართვის ბაკალავრი
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ფიზიკა.
- ადგილების რაოდენობა: 80 (მათემატიკა-70, ფიზიკა-10)
- წლიური საფასური: 30 000₾
- დამატებითი მოთხოვნა: I კლასის სამედიცინო სერთიფიკატის ასაღებად მიმართეთ უნივერსიტეტს მისამართზე: mail@ssu.edu.ge
საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია
- კვალიფიკაცია: საავიაციო ინჟინერიის ბაკალავრი
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ფიზიკა.
- ადგილების რაოდენობა: 120 (მათემატიკა-100, ფიზიკა-20)
- წლიური საფასური: 4000₾
საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება
- კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მექანიკის ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ფიზიკა.
- ადგილების რაოდენობა: 100 (მათემატიკა-80, ფიზიკა-20)
- წლიური საფასური: 3000₾
საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია
- კვალიფიკაცია: საავიაციო ინჟინერიის ბაკალავრი
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ფიზიკა.
- ადგილების რაოდენობა: 100 (მათემატიკა-80, ფიზიკა-20)
- წლიური საფასური: 3000₾
ინფორმაციული სისტემები ავიაციაში
- კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების ბაკალავრი
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ფიზიკა.
- ადგილების რაოდენობა: 80 (მათემატიკა-70, ფიზიკა-10)
- წლიური საფასური: 3000₾
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი
- კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ისტორია.
- ადგილების რაოდენობა: 200 (ისტორია-170, მათემატიკა-30)
- წლიური საფასური: 3000₾
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი(180 კრედიტიანი)
- კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ისტორია.
- ადგილების რაოდენობა: 200 (ისტორია-170, მათემატიკა-30)
- წლიური საფასური: 4000₾
საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი ინგლისურენოვანი(180 კრედიტიანი)
- კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში
- ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა/ისტორია.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ან მეტზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი: აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს ILTS, TOEFL შესაბამისი დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი(მსგავსის არ ქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ტესტირებას ინგლისური ენაში).
- ადგილების რაოდენობა: 200 (ისტორია-170, მათემატიკა-30)
- წლიური საფასური: 4000€
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტის მიმართულებით:
- ერთძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-SEP) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
- მრავალძრავიანი თვითმფრინავის საფრენოსნო ექსპლუატაცია (CPL-SEP) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
საინჟინრო ფაკულტეტის მიმართულებით:
- საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B.1.1) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
- საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B2) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
- საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.3) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
- მსუბუქი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება (B3) – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი
- რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A1) – ინგლისურენოვანი – 1 წლიანი
- აეროდრომების მშენებლობა და ექსპლუატაცია – ინგლისურენოვანი – 2 წლიანი – (ქ.თბილისი)
- აეროდრომების მშენებლობა და ექსპლუატაცია – ქართულენოვანი – 2 წლიანი – (ქ.ქუთაისი)
- საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A) – ქართულენოვანი – 1 წლიანი
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიმართულებით:
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები – ქართულენოვანი – 1 წლიანი – (ქ.თბილისი/ქ.ქუთაისი)
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქმედებს სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსება.
ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები 10 კლასდამთავრებული მოსწავლეებისთვის:
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები – ქართულენოვანი – 2 წლიანი;
საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურება (A) – ქართულენოვანი – 2 წლიანი.